Digest Logo

🎥 „დაფიქრდით ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გაუშვით...“ - მიმდინარე პერიოდის ასტროპროგნოზი ქეთი ოდიშლისგან

1753085410
 ქეთი ოდიშელი

კვირის მნიშვნელოვან თარიღებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ქეთი ოდიშელმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

„22 ივლის მზე გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში. დიდი დასვენების პერიოდი წყება. ლომი სიმბოლურად მზის შვილია. ასტროლოგია ზოგადად არის ბრწყინვალე ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გაგვაცნოს საკუთარი თავი. ცოტ-ცოტა მზე ყველა ზოდიაქოს ნიშანშია. თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მჭიდროდ უკავშირდება ბუნებას და რეალურ ცხოვრებას.

24-ში  გვაქვს ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ძალიან ცხელა ენერგეტიკულად, ხასიათში, ბუნებაში. რეტროგრადული მერკური ჯერ ისევ უკანმავალია, ძალიან მოქმედებს აზროვნებაზე. ხარვეზები, რომელიც წინა პლანზე წამოიწევა, შესაბამისად უბრალოდ ნათქვამი სიტყვებიც შესაძლოა გულსატკენი იყოს. 

ბრწყინვალე პერიოდია, პრეზენტაციებისთვისა და არშემდგარი საქმეებისთვის, რაც აქამდე არ გამოგვივიდა. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ შინაგანი მუხტი“, - აღნიშნა ქეთი ოდიშელმა.

ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:

„ვერძი

ბრწყინვალე პერიოდია. მეხუთე ასტროლოგიურ სახლში არიან და ცნობილები არიან რომანტიკულობით. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისა და შემოქმედებითი კუთხით.

კურო

მიმდინარე პერიოდში წინა პლანზე სახლის და ოჯახის თემები წამოიწევს. გარკვეული სიახლეები დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან.

ტყუპები

მნიშვნელოვანი პერიოდია კომუნიკაციების კუთხით, დალაგების და მივლინებების საკითხებში. ზედმეტად ქაოსურები ხართ და კარგი იქნება საქმეზე მეტად კონცენტრირდეთ.

კირჩხიბი

კარგი პერიოდი გრძელდება. გამოიყენეთ სამყაროს საჩუქრები მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. უფრო მეტად ლაღები იყავით, რადგან ჩაკეტილობის დრო ახლა არ არის.

ლომი

ბრწყინვალე პერიოდია საჩუქრების კუთხით. შესაძლოა სამყარომ ბევრი სიურპრიზი მოგიწყოთ. განსაკუთრებით კარგი იქნება კომუნიკაციების დალაგების კუთხით.

ქალწული

შესაძლოა, ცოტა ჩაკეტილები იყოთ. კარგი პერიოდია შინაგანი სამყაროს დალაგების კუთხით.

სასწორი

ერთ-ერთი კარგი პერიოდია თქვენთვისაც. იმატებს შარმი და მიზიდულობა. კარგი იქნება დრო საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გაატაროთ. ასევე საუკეთესო პერიოდია პირადი ურთიერთობების კუთხით.

მორიელი

ძაიან საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში. არა მხოლოდ კარიერულად, არამედ ურთიერთობების კუთხით. შესაძლოა დაწინაურდეთ სამსახურში. რაც ადრე არ გამოგივიდათ ახლა გამოგივათ.

მშვილდოსანი

თავგადასავლებით სავსე დღეები გელოდებათ. შესაძლოა, მოგიწიოთ მოგზაურობა. მეტი კონცენტრაცია არის საჭირო.

თხის რქა

მემკვიიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ნაყოფიერად გამოიყენებთ პერიოდს.

მერწყული

კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. დაფიქრდით ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გაუშვით.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ენერგოტონუსს. მოსალოდნელია სიახლეები, სასიკეთო ამბების კუთხით“, - გვირჩევს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთადერთი, ვინც „ბოლომდე“ გამოგვყვება, სიკვდილია...“ - რას წერს გია მურღულია

🎥 „საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება“ - ბრალდებული ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს

⭕„ალბათობაა შტორმული სიტუაციის განვითარების... იყავით ფრთხილად! “- რას წერს კობა ფარტენაძე