გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოში, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.