გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი).
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ახალი კვლევა - ფორთოხლის ქერქი შესაძლოა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს