
დეკანოზი შიო პაიჭაძე გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში, მის მიერ დაარსებულ სოციალურ საწარმოსა და ბენეფიციარებზე ჰყვება.
„მეუფე დიმიტრის კურთხევით დავაარსეთ სახელოსნო „საჭრეთელი“ წმინდა ბარბარეს ტაძართან არსებული. 7 წელია უკვე რაც სახელოსნო ფუნქციონირებს. დავიწყეთ სწავლება და ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა. რა თქმა უნდა, ეს სოციალური საწარმო და პროექტია. ბავშვები თანხას არ იხდიან ამაში. 40 ბავშვი მოვიდა თავდაპირველად და რთული იყო ამდენი ბავშვი მიგვეღო. თუმცა მივიღეთ, ზოგი სამზარეულოში იჯდა და ზოგი ეზოში. შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს, პირიქით, პირიქით ასეთ ადამიანებს მეტი უნარი აქვს“, - ჰყვება დეკანოზი შიო პაიჭაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველანაირი სტილი უხდება“- თაკო ჩორგოლაშვილი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ყველაზე გემოვნებიანი ქალი“- სალომე ღვინიაშვილის განსხვავებული სტილი