Digest Logo

„უბედნიერესი ვარ. მჯერა, რომ დაუვიწყარი დღე იქნება“ - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

1699511610
ლენუკა ყიფშიძე

მსახიობ ზურა ყიფშიძეს 70 წლის იუბილეზე, 27 ნოემბერს ვარსკვლავს გაუხსნიან. ცერემონია მარჯანიშვილის თეატრის წინ ჩატარდება. ინფორმაციას ზურას შვილი, ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დათო ოქიტაშვილი ის ადამიანია, რომელიც წლების მანძილზე ცდილობდა გულით და სულით მამას 70 წლის იუბილე და ვარსკვლავი გაეხსნა, მარჯანიშვილის თეატრის წინ.  უბედნიერესი ვარ მე პირადად და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს და მის გუნდს.

27 ნოემბერს მე მჯერა, რომ დაუვიწყარი დღე იქნება“, - წერს ლენუკა ყიფშიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რაც ის წავიდა, სიტყვით ვერ გადმოვცემ როგორ გაჭირდა და როგორ გაუფერულდა ყველაფერი“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე

🔵🎥 „დედაჩემი არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ამნეზია რომც დამემართოს“ - ვაჩე ღვინიაშვილი

🎥 „ისე მოხერხებულად და ეშმაკურად მოახერხა ჩემთან კავშირზე გამოსვლა“ - როგორ გაიცნო თათა გიორგობიანმა საქმრო