Digest Logo

„ცოცხალი იყო და მიდიოდა მისი რეკლამირება, მოკვდა და უარესი ხდება, ღმერთთან წავიდა, ანგელოზად წავიდა, რა ნახეთ კაცო“ - მამა ლევანი კესარია აბრამიძეზე

1727285275
კესარია აბრამიძე

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში სასულიერო პირი მამა ლევანი გამოეხმაურა:

„ცოცხალი იყო ეს კესარია და მიდიოდა მისი რეკლამირება, ასეთია, ისეთია. მოკვდა და უარესი ხდება, ღმერთთან წავიდა, ანგელოზად წავიდა და ა.შ. რა ნახეთ კაცო. ზოგ ადამიანს, მით უმეტეს მოზარდებს, აქვთ მიდრეკილება ამ ცოდვისკენ და როცა ტაშს ვუკრავთ, ვაპიარებთ და არ ვგმობთ, არ ვამბობთ როს ეს დამღუპველი უკუღმართობაა, ისინი ცოდვას ბრძოლას კი არ დაუწყებენ, განახორციელებენ. არადა იკურნება ექიმების და მოძღვრების ჩარევით.

ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ადამიანი თუ არაკანონიერ ქორწინებაშია, ცოლიანი კაცი თუ სხვა ქალთან დაწვება, გათხოვილი ქალი სხვა კაცთან, კაცი თუ კაცთან დაწვება, ქალი ქალთან, კაცი თუ ქალად გადაკეთდება, ქალი კაცად, და ამას არ იტყვის აღსარებაში, არ ექნება სინანული, არ მიატოვებს ცოდვას და ისე მოკვდება, მე ვიქნები თუ სხვა წავალთ გამოუხსნელ ჯოჯოხეთში. რატო ვამბობ გამოუხსნელში, არის სხვა შემხვევები როცა ამოდიან ჯოჯოხეთიდან სულები, ასეთები ვერა. მორჩა. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. იმის იქით კეთილი იყო, საყვარელი, მოხუცები უყვარდა თუ თევზები არ შველის“, - წერს მამა ლევანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დახვეწილი, გემოვნებიანი, ულამაზესი“ - მარიტა მელიქიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

ქართველმა სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს სარეკლამო ბანერით სცემა - შემთხვევა პოლონეთში მოხდა

„სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე, კიბეებზე“ - რას წერს თამარ ლეკვეიშვილი