Digest Logo

უბედური შემთხვევა გურჯაანში - 62 წლის კაცი საკანალიზაციო ჭაში უჟანგბადობის გამო გაიგუდა

1628670474
პოლიცია

უბედური შემთხვევა გურჯაანში. სოფელ ბაკურციხეში გზაზე არსებულ საკანალიზაციო ჭაში 62 წლის კაცი უჟანგბადობის გამო გაიგუდა, სამაშველო სამსახურმა კი ის უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კაცმა სიღრმიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ჭაში შვილიც ჩავიდა, თუმცა სიღრმიდან ამოსვლა შვილმაც ვერ შეძლო.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

შვილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტლის“ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობით შეიყვანეს.