„ნიჭიერის ოქროს ღილაკის“ მფლობელს სანდრო აბესაძეს მერიკო კარტოზია ქუთაისში ესტუმრა და გადაცემის ახალი აღმოჩენის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
როგორც პატარა ვარსკვლავი ჰყვება პროექტს „ნიჭიერში“ მონაწილეობის მიღება მისი ბავშვობის ოცნება იყო.
„ნიჭიერში გასვლა პატარაობიდანვე ძალიან მინდოდა, ეს ჩემი ოცნება იყო და სიმართლე, რომ გითხრათ „ოქროს ღილაკს“ საერთოდ არ ველოდი. პირველი გამახსენა დედაჩემი და წარმოვიდგინე თუ როგორ გაუხარდებოდა მას“, - ამბობს სანდრო აბესაძე.
სიუჟეტში, როგორც სანდროს დედა ჰყვება ბიჭმა სიმღერა 2 წლის ასაკიდან დაიწყო და ოჯახი მას ამ ნიჭის განვითარებაში ხელს უწყობს.
„სანდრო დაბადებიდან გამორჩეული ბიჭი იყო, მისი სიმღერისადმი სიყვარული 2 წლის ასაკიდან დაიწყო და ჩვენ გვერდით ვუდგავართ მთელი ჩვენი მონდომებით - როგორც ხედავთ, ჩვენ არ ვართ შეძლებული ოჯახიდან, უბრალო ადამიანები ვართ, თუმცა ყველაზე მთავარი გვაქვს, ამ ცხოვრებაში სიყვარული და ჩვენი შვილების მიზნისთვის სწრაფვა“, - ამბობს სანდროს დედა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის
⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება