Digest Logo

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს

1723700235
ეროვნული ნაკრები

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ერთა ლიგის B1 ჯგუფის პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან tkt.ge -ზე დაიწყება.

ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს თამაშზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

უეფას ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების შესახებ მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა!“ - რა წერს გიორგი ფხაკაძე

⭕ჯანმომ მაიმუნის ყვავილის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

⭕რომელია საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები? - იხილეთ ჩამონათვალი