Digest Logo

„რამდენიმე წუთის მანძილზე ჭამდა და ის-ის იყო, ბოლო ლუკმა დაღეჭა, რომ ...“ - რას წერს დავიდ ჩუთლაშვილი

1646945289
დავით ჩუტლაშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი დავიდ ჩუთლაშვილი ფეისბუკზე საოცარ ისტორიას ჰყვება. ამბავი ახალგაზრდა ბიჭს შეეხება, რომელიც გაჩერებაზე იდგა, ავტობუსს ელოდებოდა და თან ვაფლს ჭამდა. 

„რამდენიმე დღის წინ გაჩერებასთან ვიდექი და ტაქსის ველოდებოდი. დავინახე ჩემ გვერდით სამიოდე ნაბიჯში სკამზე მჯდომი ოციოდე წლის შავკანიანი ბიჭი, რომელიც პოლიეთილენის პაკეტში გახვეულ ვაფლს ჭამდა.

რამდენიმე წუთის მანძილზე ჭამდა და ის-ის იყო, ბოლო ლუკმა დაღეჭა, რომ მისი ავტობუსი მოვიდა.

ბიჭი ინსტინქტურად ავტობუსისკენ გაექანა, მაგრამ მერე საკუთარ მუჭში დარჩენილ პოლიეთილენს ცარიელ პაკეტს დახედა და უკან ნაბიჯი გადგა. მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ნაგვის ურნა ვერსად იპოვა. ზურგზე წამოიკიდა საკმაოდ მძიმე რუკზაკი, ჩავიდა მიწისქვეშა გადასასვლელში, გადავიდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ ნაგვის ურნასთან, ჩააგდო პოლიეთილენის პაკეტი, მერე ისევ უკან გამობრუნდა და მომდევნო ავტობუსს დაუწყო მოცდა.

ნამდვილი წესიერება ჩემთვის ეს არის!“, - წერს დავიდ ჩუთლაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აქტივისტი შვილი მყავს. ძალიან კარგი გოგო ხარ და ეგრე გააგრძელე“ - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილზე

მარიამ გეგუჩაძეზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა

„ღიპიანმა ქალებმა არ ჭამოთო, უფრო მეტიც, ხაზი გადაგვისვა... რას ჰგავს ეს საქციელი? ეს არაა მარკეტინგი“ - რამ გააღიზიანა სოციალური ქსელის მომხმარებლები