
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა და ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა.
ნიკოლოზს 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: