Digest Logo

უკვე ორი ქართველი TOP5-ში - დვალიშვილი UFC-ს P4P რეიტინგში დაწინაურდა

1737468587
ილია თოფურია

კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა.

UFC 311-ზე დვალიშვილმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

ამ ღონისძიებამდე დვალიშვილი ყველა წონის მებრძოლთა გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მეშვიდე ადგილზე იყო. იმავე კლასიფიკაციაში მეოთხეა ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.

UFC-ის მებრძოლთა საერთო რეიტინგი:

1. ისლამ მახაჩევი

2. ჯონ ჯონსი

3. ალექს პერეირა

4. ილია თოფურია

5. მერაბ დვალიშვილი

6. ბელალ მუჰამედი

7. დრიკუს დუ პლესი

8. ტომ ასპინალი

9. ალექსანდრე პანტოჟა

10. ლეო ედვარდსი

11. ალექსანდერ ვოლკანოვსკი

12. მაქს ჰოლოუეი

13. შონ ო’ მალი

14. შონ სტრიკლენდი

15. ჩარლზ ოლივეირა

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეცდება შეცვალოს სამყარო, არ დასცალდება ვერ მოასწრებს, ცოლი ჩაანაცვლებს, ის სულ დააქცევს“ - ცირა კუპრაშვილის წინასწარმეტყველება

„მიწისძვრები გაგრძელდება! ძლიერი და დამანგრეველი, ზოგი ხელოვნურადაა გამოწვეული!“ - ცირა კუპრაშვილის წინასწარმეტყველება

თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას კვლავ ეძებენ