ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებმაც ოლიმპიადის პრიზიორები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
„უმთავრესი ჩვენი ხალხის სიყვარულია და მერე ეს უმაღლესი ჯილდოები, რასაც სახელმწიფო გასცემს ჩვენს მიმართ არის ძალიან მაგარი და მადლობა თითოეულ მათგანს ამ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.
ამასთან, ცნობილია, სპორტსმენები აღნიშნული გამარჯვებით რამდენს მიიღებენ პრემიას საქართველოს მთავრობისგან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საპრიზო კატეგორიებზე დაწესებული პრემია შემდეგია:
🥇- ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია
🥈- ნახევარი მილიონია ვერცხლის მედლის შემთხვევაში
🥉- 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში.
„რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ლამაზი“ - თათია თექთურმანიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს