საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ზურაბ ნემსაძე გარდაიცვალა.
„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ზურაბ ნემსაძის გარდაცვალების გამო.
ზურაბ ნემსაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2019 წელს ჩაირიცხა, ის გამორჩეული იყო თბილი, მეგობრული ურთიერთობებით და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით.
ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ზურაბ ნემსაძის ოჯახს, მეგობრებსა და კურსელებს.
უმძიმესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად სრულდება.
უფალს ებარებოდეს მისი ნათელი სული!“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „აუ, რა შეშინებული სახე ჰქონდა...“ - ლევან საგინაშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს