
97 წლის რეჟისორის რჩევა ახალგაზრდებს - ლანა ღოღობერიძემ ჟურნალისტ ზაკ მირიანაშვილთან ცხოვრებაზე ისაუბრა:
- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს?
ლანა ღოღობერიძე: ცხოვრებას ჩაატანონ გემო, ცხოვრების ყოველ წუთს. უნდა იგრძნო რომ ყოველი წუთი არის მნიშვნელოვანი ახლა და ამწუთას. იყო პასუხისმგებელი შენ არსებობაზე. მთელი ცხოვრება ეს არის არჩევანის გაკეთება.
- თქვენი ფილმი „აურზაური სალხინეთში“ გახდა 50 წლის და ახლა არის იუბილე. ახლა რომ უყურებთ როგორი შეგრძნებები გაქვთ და გადაღების პროცესი რომ გაიხსენოთ?
ლანა ღოღობერიძე: ასეთი სიამოვნება გადაღების დროს, მე არც ერთი ფილმისგან არ მიმიღია. ალბათ ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ მიუზიკლია. თავისთავად სულ მხიარულებაა ეკრანზე. მთავარი ის იყო, რომ ვიღებდით თელავში და მთელი თელავი იყო ჩართული ფილმის გადაღებაში.
- გაგებული მაქვს ასეთი ისტორია, რომ როცა ფედერიკო ფელინიმ ნახა ეს ფილმი ერთ-ერთ კინოფესტივალზე ძალიან მოეწონა...
ლანა ღოღობერიძე: იყო კი ასეთი ისტორია უბრალოდ მე დეტალები არ ვიცი. გადმომცეს რომ ფელინის ძალიან მოეწონა. იმ დროს კი ვიყავი იტალიაში, როცა იქ აჩვენებდნენ, მაგრამ რაღაცნაირად ცალკე იყო ჩვენება. უთქვამს - საქართველოში უსათუოდ უნდა ჩავიდეო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სოფია კვინიკაძე დედის ამპლუაში - ბლოგერი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს📸