რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
👉 აგვისტოს 5 დღე - 15 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან
ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აღნიშნულ ტრაგიკულ თარიღს ეხმაურება და წერს:
„რუსეთი დამნაშავეა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და დანარჩენი მსოფლიოს წინაშე.
მას მართავს პუტინწამგლეჯი დანაშაულებრივი და ტერორისტული რეჟიმით, რომელმაც უდიდესი დანაშაულობები ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე.
მსოფლიო ისტორიაში მოკავშირეებთან ომი არავის მოუგია. ვერც რუსეთი მოიგებს და ამას აუცილებლად შეეწირება კრემლის ტერორისტული, მავნებლური ხელისუფლება.
ჩვენ რა? - უნდა ვისწავლოთ, რომ ამ ქვეყნის ნდობა არ შეიძლება.
ყოველთვის დაგსჯის და დაგასანქცირებს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის“,- წერს ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: