Digest Logo

„ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…“ - ნიკოლოზ რაჭველი შოვის ტრაგედიაზე

1691384831
ნიკოლოზ რაჭველი

შოვის მომხდარ სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  სტიქიის ზონიდან უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველისთვის, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ სტიქიის პირველ დღეს დახმარებამ დაიგვიანა.

ნიკოლოზ რაჭველის თქმით, არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციული მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო გვაქვს ეს ტრაგიკული რეალობა.

„მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…

არანაირი ძალა და ძალაუფლება არ გამაჩნია პასუხი ვაგებინო ამაში დამნაშავე პირებს, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ ბოლომდე მძულდეს გადაწყვეტილების მიმღები ყველა ჩინოსანი, ვინც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საათი დააკარგვინა მეწყერის მსხვერპლებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად!
არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციული მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო გვაქვს ეს ტრაგიკული რეალობა, რომელიც დაატყდა ჩემ რაჭას და მის მკვიდრებს თუ მასპინძლებს!

ამასთანავე მახრჩობს სიბრაზის შეგრძნება ყველა იმ ადამიანის საბურველში გამოწყობილი გარეული ცხოველის მიმართ, ვინც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილებს პოლიტიკურ გემოვნებას და სოციალურ აქტიურობას უხსენებს, როგორი კომენტარებიც არაერთი შემომხვდა უკვე“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რატომ არასოდეს ინტერესდებით მეორე მხარესაც მოუსმინოთ? - არავის აქვს უფლება ცილისწამების, ჩემი დაბულინგების“ - კონტროლიორის მიმართვა საზოგადოებას

🔵გიორგი ყიფშიძე სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - რა შეემთხვა მსახიობს?

🔵სამხრეთ კორეაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც კორეელები ერთი ან ორი წლით ახალგაზრდები გახდნენ