Digest Logo

🎥 „უპასუხა მამაჩემმა, გპირდები ნანი, შენ თუ მოკვდები 40-მდე მე შენ გამოგყვებიო“ - გიორგი შალვაშვილის ოჯახის ტრაგედია

1740078579
გიორგი შალვაშვილი

მომღერალი, მსახიობი გიორგი შალვაშვილი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მან ოჯახის უდიდეს ტრაგედიაზე ისაუბრა. 

მან გარდაცვლილი დედ-მამა გაიხსენა და მათზე ემოციურად ისაუბრა:

„დედა ურეკავს ჩემს პროდიუსერს და ეუბნება ძალიან ცუდად ვარ, გეხვეწები დროზე ჩამომაკითხეო. მერე მიჰყავთ საავადმყოფოში.

დედას ერთ ღამეში გაეზარდა მუცელი და გაუხდა უზარმაზარი, დავიწყეთ კვლევა. აღმოაჩნდა წყალი მუცელში და სასწრაფოდ გადავაფრინე სტამბოლში, 3 დღით და დიაგნოზი დაისვა პანკრიასის მეოთხე სტადიის სიმსივნე.

დავბრუნდით საქართველოში, დედამ თქვა შენთან მინდა კახეთშიო, მას მარტო ვერ დავტოვებდი, მამაჩემიც იქ იყო და ეუბნება მამაჩემს, რომან, მე მალე მოვკვდებიო. 

იქვე უპასუხა მამაჩემმა, გპირდები ნანი, შენ თუ მოკვდები 40-მდე მე შენ გამოგყვებიო“, - იხსენებს გიორგი შალვაშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„როგორ უხდებით ერთმანეთს“ - რუსკა ქარქაშაძე ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „აიტ, ვინ თქვა როდეოზე რომ განდაგანას ვერ ვიცეკვებდი?“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

🎥 ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას კადრებს გვიზიარებს