Digest Logo

„უსმანს ჩხუბი არ სურდა...“ - არმან ცარუკიანი

1794511513
მერაბ დვალიშვილმა არმან ცარუკიანი

არმან ცარუკიანი აბუ-დაბიში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ დაღესტნელებს ჩხუბი არ სურდათ:

„მსგავსი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა. ეს ჩვენი სპორტის ნაწილია. ასეთი რამ თითქმის ყველა ღონისძიებაზე არის. ზოგჯერ კამერები აფიქსირებენ, ზოგჯერ - არა. ამჯერად ვიღაცამ ინციდენტი დააფიქსირა და გადაიღო. გამიკვირდა, რომ წინა ვიზიტის დროს მერაბს არაფერი დაემართა.

ეს მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა. შენს ძმას სილა გააწნეს და ამის გამო არაფერი მომხდარა. უსმანსაც იგივეს გაკეთება უნდოდა. ჩხუბი არ სურდა. უბრალოდ სილის გაწნა“, - განაცხადა სომეხმა მებრძოლმა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ.

დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 RAF-ის ხელმძღვანელი – „უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია“

🎥 „გული გვატკინა დაღესტნელებს“ - მერაბ დვალიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ქართველმა ამერიკაში შეიფარა

🎥 ვის გაუმართლებს ფინანსებში 2027 წელს - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: lagazzetta.ge

✕