Digest Logo

🎥 ვის გაუმართლებს ფინანსებში 2027 წელს - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1794489135
თაკო მელიქიშვილი

ფული მოდის ამ ოთხ ზოდიაქოს ნიშანთან 2027 წელში - აღნიშნულ საკითხზე პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„♒ მერწყული და ♎ სასწორი — 27 ივლისამდე იუპიტერი ლომის ნიშანში მოძრაობს:

მერწყულებისთვის ეს პარტნიორებისა და კლიენტების სიმბოლურ მეშვიდე სახლს ააქტიურებს, სასწორებისთვის კი — მეგობრებისა და სასარგებლო ნაცნობობის მეთერთმეტე სახლს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყოფილი კოლეგა მერწყულს ერთობლივ პროექტს შესთავაზებს, სასწორს კი მეგობარი მისწერს: „ჩემს ნაცნობს ზუსტად ასეთი სპეციალისტი სჭირდება. შეიძლება შენი ნომერი მივცე?“ ოღონდ სამი დღე არ დააყოვნოთ პასუხი სიტყვებით: „უი, გადარბენაზე ვარ“. შეახსენეთ ხალხს თქვენი თავი, შეხვდით ძველ ნაცნობებს და მოუყევით, რით ხართ დაკავებული. სხვები ვალდებულნი არ არიან გამოიცნონ, რომ ახლა თქვენს მომსახურებას სთავაზობთ.

♓ თევზები და ♏ მორიელები — 27 ივლისიდან იუპიტერი ქალწულის ნიშანში გადავა. თევზებისთვის ის თანამშრომლობის მეშვიდე სახლს გაააქტიურებს, მორიელებისთვის კი — გარემოცვისა და კავშირების მეთერთმეტე სახლს. შესაძლოა, ნაცნობმა თევზები ისეთ პროექტში მიიწვიოს, რომელზედაც ადრე უარის თქმასაც კი ვერ წარმოიდგენდნენ. მორიელებს კი ვიღაც კლიენტი გაუწევს რეკომენდაციას ან გააცნობს ადამიანს, რომელიც საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. და გთხოვთ, როცა თქვენი მომსახურების ფასს გკითხავენ, ასე ნუ დაიწყებთ: „როგორც თქვენთვის მოსახერხებელია…“ დაასახელეთ ფასი მშვიდად, თავის მართლების გარეშე“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ვრცლად, კომენტარებში:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ვამაყობ მისი საქციელით, ქართული ხასიათი გამოავლინა“ – რას ჰყვება საბა ლაზიშვილის მამა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე

⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის

⭕„გიენებთან მებრძოლი ლომი“ - ვინ არის 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს გამორჩეული სიმამაცე გამოიჩინა

✕