ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 28 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:
„პროგნოზი 28 დეკემბრისთვის:
დღის საერთო ენერგია. ოთხიანი არის სტაბილურობის, წესრიგისა და სიმტკიცის ენერგია.
ეს დღე საფუძვლის ჩაყრისთვისაა - ყველაფერს, რასაც დღეს შექმნი, სჭირდება მოთმინება, მაგრამ ის გახდება მყარი და გრძელვადიანი.
რა უნდა გააკეთო:
მოაწესრიგე სივრცე, საქმეები და ფიქრები;
დაგეგმე და დაალაგე პრიორიტეტები;
დაკავდი მნიშვნელოვანი მაგრამ ყოველდღიური საქმეებით;
გაამაგრე საფუძვლები — ჯანმრთელობა, ფინანსები, ყოფა.
რას უნდა მოერიდო:
სიზარმაცეს და გადადებას;
სწრაფ შედეგებზე ფიქრს;
ქაოსურ გადაწყვეტილებებს;
დეტალების უგულებელყოფას.
დღის ფოკუსი:
რაზე დგას ჩემი სტაბილურობა? სად მჭირდება წესრიგი? რას ვაშენებ ნელა, მაგრამ მყარად?
დღის იმიჯი: პრაქტიკული, მოწესრიგებული, კომფორტული. მკაფიო ფორმები და სიმშვიდის შეგრძნება.
დღის ფერები: ყავისფერი, მუქი ლურჯი, ზეთისხილისფერი.
პრაქტიკა „დღის საფუძველი“:
დადექი მყარად, იგრძენი მიწა ფეხქვეშ და თქვი:
„მე მყარად ვდგავარ.
ჩემი ცხოვრება საფუძველზე დგას.
მე ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებ ჩემს გზას“.
დღის განწყობა:
მე სტაბილური ვარ. მე ვქმნი წესრიგს. ჩემი სიმტკიცე - ჩემი ძალაა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ახლა კიდევ უფრო და გიჟურად ძვირფასია ეს სიმღერა და ვიდეო...“ - რას წერს სალომე ბაკურაძე