Digest Logo

უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს

1789967736
შიო მესამე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ანტიდეპრესანტის სწორი დოზირება დიდი ხელოვნებაა“ — რა პროცესებს იწვევს ფსიქოფარმაკოთერაპია ტვინში: ლევან შელეგიას რეკომენდაციები

⭕„შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან...“ - რეტროგრადული ვენერა: ნინა ხომერიკის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა - რას ნიშნავს და რას აკეთებენ ხოლმე ამ დღეს, წარმატების მოსაზიდად