Digest Logo

🎥 „უზარმაზარ, ძალიან დიდ იასამანს ვაჩუქებდი, დიდი ტრაილერით სავსე ვარდებს და იასამნებს“ - ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე

1750158176
ზაზა კოლელიშვილი

ზაზა კოლელიშვილმა რთული და საინტერესო ცხოვრების გზა გაიარა. რომ არა მსახიობი შესაძლოა,  მოქანდაკე ყოფილიყო, თუმცა ჩარლი ჩაპლინის ნახვის შემდეგ ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმოედგინა და მსახიობის გზა აირჩია. 

18 წლის ასაკში შეთეს როლი ითამაშა ფილმში „ნატვრის ხე“. ამბობს, რომ ეს ბედის საჩუქარი იყო. ამას მოჰყვა სხვა როლები. განსაკუთრებული იყო მურტალოს როლი ფილმში „კუკარაჩა“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმი „გარიგება“, რომელმაც ზაზას კიდევ მეტი პოპულარობა და მაყურებელთა სიყვარული მოუტანა.

მსახიობი გადაცემის „რისი თქმა მინდა“ სტუმარი იყო, სადაც ლიკა ქავჟარაძეზე ისაუბრა:

„იმიტომ მიყვარს ახალგაზრდები, რომ უკვე აქტიური პაპა ვარ, 9 შვილიშვილი მყავს, უფროსი 31 წლისაა, უმცროსი 7 თვის. 

რა თქმა უნდა ცუდი ახალგაზრდა არ მინახავს, შენ თვითონ რა ასაკშიც არ უნდა იყო, რა ასაკსაც გინდა შეეფერებოდე, ისე უნდა იყო. 

მე რომ ჩემი წინა კაცისთვის დამეჯერებინა, ალბათ ამდენს არ გავაკეთებდი, საქმე ისაა, რომ ძნელად ვიჯერებთ უცხოებისას, ხანდახან არც საკუთარი თავის გვჯერა. ვისურვებდი, საქართველოში ყველაფერი კარგად იყოს.

ლიკა ქავჟარაძეს არაფერს ვეტყოდი ისეთს, რაც არ მქონდა ნათქვამი. უბრალოდ უზარმაზარ, ძალიან დიდ იასამანს ვაჩუქებდი. დიდ ტრაილერით სავსე ვარდებს და იასამნებს ვაჩუქებდი - ამით ვეტყოდი სათქმელს. ამას სიამოვნებით გავუკეთებდი ჩემს მეუღლეს“, - ამბობს ზაზა კოლელიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ქეთო თოფურიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - „სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან წარმატებები გქონდეს“

🎥 „ერთად ვვარჯიშობთ, ვამზადებთ საჭმელს, ვშლით სუფრას, ვალაგებთ...“ - ეთერ ლიპარტელიანი მეუღლის როლზე ისტორიულ გამარჯვებაში

შორენა ბეგაშვილი კვლავ ტოსკანაშია - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს