Digest Logo

„ვააოოო, საყვარერო, უფარმა დაგლოცოთ! ლოცვები უნდა გავაძლიერო, ამინ!“ - შოთა დარბაიძე შესაძლოა „პრაიმ ჰაუსში“ ვიხილოთ

1674830018
შოთა დარბაიძე

„ვაააოო, საყვარერო, ნაპალეონის ფულს ვაგროვებ! მე ვარ ნომერ პირველი ტიკტოკერი! ვიაქტიუროთ, 5-5 ლარობით, საყვარეროო... კოკა-კოლა დავაყუმბარე!  ვაოოო, არ მჯერა, 20 რარი დამერიცხა, ვაოოო!!! უფარმა დაგლოცოთ {სტილი დაცულია}...“  - ახლა ეს ფრაზები ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. მათი ავტორი კი ჭიათურელი ტიკტოკერი - შოთა დარბაიძეა.

ყველაფერი ასე დაიწყო: „როგორ მიყვარს ყავა, სუფთა ჰაერზე... ნამცხვარი ყავით... ნამცხვარი ჰაეროვანია და სიტკბოს გვაძლევს...“ - თავის დროზე ამ სიტყვებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვა.

შოთა დღეს მართლაც ცნობილი ტიკ-ტოკერია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად ფულს აგროვებს და მიმდევრებიც ურიცხავენ. დიახ, ეს მისი შემოღებული ტრენდია, რაც აშკარაა რომ მოგებიანი, სახალისო და პოპულარულია.

ჰოდა, ასეთი ტრენდული ადამიანი ტრენდულ გადაცემაში რომ ვიხილოთ, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს.