
მსახიობი მაკა შალიკაშვილი განსაკუთრებული ნიჭისა და ხმის ტემბრის გამო საზოგადოებამ დიდი ხანია შეიყვარა. იგი ამჯერად გადაცემის „პოსტ ალიონი“ სტუმარი იყო, სადაც 9 აპრილთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში ლექსი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ წაიკითხა:
„უთქმელი სიტყვების ძალა იგრძნობოდა, გაიხარეთ“.
„ეს არის ნამდვილი ხელოვნება ლექსის კითხვის. ბევრი მაკა ჩვენს ირგვლივ“.
„ლექსების დედოფალო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მაკა შალიკაშვილის ინტერვიუს ერთ-ერთი გადაცემიდან:
„მე საერთოდ მიყვარს მარტოობა. ყოველთვის როცა მარტო ვარ ეს არის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა. ვკითხულობ ფურცლიდან ფურცლამდე ლექსებს. ცხოვრებაში მქონდა მომენტი, როდესაც დავრჩი სცენის გარეშე და მე აღარ მქონდა იმის საშუალება რომ ვმდგარიყავი იქ. ვერ დავდიოდი ვერცერთ სპექტაკლზე და ვერ ვუყურებდი სხვა როგორ თამაშობდა. სანამ არ ვიპოვე პასუხი რატომ მოხდა ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, მანამ ვერ დავმშვიდდი. სანამ მე სხვას მივმართვდი დასახმარებლად აღმოვაჩინე, რომ ისინი თავად იყვნენ დასახმარებლები. ოთარ ჭილაძის ლექსი წავიკითხე და ამის შემდეგ დავფიქრდი. აღმოვაჩინე საკუთარი თავი და მივხვდი რომ შველა იყო ჩემ თავში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უფალს და ჩემ მშობლებს. მე ცხოვრებაში არაფერი მომცემია ლანგრით, არ მაქვს ფუფუნება დავწვე და არ ავდგე ლოგინიდან ერთი თვე. მე ყოველ დღე ვიხდი ფულს იმისთვის, რომ ვიცხოვრო ბინაში“, - ჰყვებოდა მაკა შალიკაშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/v/1BXJ3PRaEb/
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში სერიოზული ცვლილება ელის