Digest Logo

„ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ყველაფერს ვეცდებით“ - გიორგი მამარდაშვილი

1719212987
მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პორტუგალიასთან რთული დაპირისპირება ელოდება.

მამარდაშვილის თქმით, წარმატებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.

„ვაგრძელებთ ბრძოლას. შემდეგი თამაში გველოდება პორტუგალიის ნაკრებთან. რთული თამაში იქნება ჩემი აზრით, იმიტომ, რომ პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია ამ ჩემპიონატის, თუმცა ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ყველაფერს ვეცდებით და ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ბოლო ტურში 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „საბედისწერო პერიოდი გაქვთ... თქვენში ცეცხლი იღვიძებს და შეიძლება ამ ემოციებმა გარკვეული აგრესია გამოიწვიოს“ - 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 სცენაზე მომხდარი ყველაზე უხერხული სიტუაციები - რას ჰყვება ქეთევან ქემოკლიძე