Digest Logo

ვახტანგ სალია თბილისის „დინამოდან“ ინგლისის „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადადის

1727160259
ვახტანგ სალია

ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია თბილისის „დინამოდან“ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდში, „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადადის.

ამის შესახებ GeorgianFooty X-ის გვერდზე იუწყება.

როგორც სპორტული გამოცემა „ლელო“ წერს, კონტრაქტი „ხანგრძლივ თანამშრომლობას“ ითვალისწინებს.

„ნიუკასლთან“ კონტრაქტის მიუხედავად, ვახტანგ სალია მიმდინარე სეზონის ბოლომდე კვლავ „დინამოში“ (იჯარის წესით) დარჩება და ინგლისურ საფეხბურთო კლუბს მომავალი წლიდან შეუერთდება.

სალია ამჟამად 17 წლისაა. GeorgianFooty იუწყება, რომ ვახტანგ სალია „ნიუკასლის“ რიგებს საბოლოოდ მაშინ შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება.

აქამდე, ქართველი ფეხბურთელებიდან „ნიუკასლ იუნაიტედში“ თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდნენ.

ცოტა ხნის წინ საუბარი მიდიოდა „ნიუკასლში" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზეც, თუმცა საბოლოოდ ის „ლივერპულმა“ იყიდა.

ვახტანგ სალია თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და კლუბის გარდა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕აფრიკაში გამოირიყა ნავი, რომელშიც ხრწნამდე მისული 30 ცხედარი იპოვეს

⭕„ამ სიმპათიური მამაკაცის დაბადების დღეა, რომელიც აგერ უკვე 14 წელია, „მიძლებს“- თამარ ივერი

⭕„ამას რას ხედავს ჩემი თვალები“ - თამო ვაშალომიძე ვენეციაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს