თამარ ივერი ყველასათვის ცნობილი საოპერო მომღერალია, რომლის სახელმაც ქვეყანას არა ერთი გამარჯვება და წარმატება მოუტანა. იგი აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიოს დიდ სცენებზე, მიღებული აქვს არა ერთი დამსახურებული და საპატიო ჯილდო. ამჟამად მომღერალი საქართველოში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და კარიერას სამშობლოში აგრძელებს.
22 სექტემბერს ცნობილი სოპრანოს, თამარ ივერის მეუღლე იუბილარი იყო.
მომღერალმა მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა და მას დაბადების დღე მიულოცა:
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო… დღეს ამ სიმპათიური მამაკაცის დაბადების დღეა, რომელიც აგერ უკვე 14 წელია, „მიძლებს”
ვულოცავ! ჯანმრთელობას, წარმატებას, ულევ ბედნიერებას და კიდევ მრავალი 14 წელი ჩემს „გაძლებას” ვუსურვებ!
მიყვარხარ ძლიერ!..“ - წერს თამარ ივერი.
თამარ ივერმა „დაიჯესტთან“ ინტერვიუში მისი სიყვარულის ისტორია ცოტა ხნის წინ გაგვანდო, თუ როგორ გაიცნო მეუღლე?!
თამარ ივერი: ერთი ბარიტონი ბიჭი იყო, მომღერალი. ვეხმარებოდი, მოსმენას ვუკეთებდი. ჰოდა ვუთხარი, რომ ზაფხულში ვმღერი ვერონაში, ჩამოდი დაგპატიჟებ მეთქი. მომწერა ამ ბიჭმა კონტრაქტი გამომიჩნდა და ვეღარ ვახერხებ ჩამოსვლასო. თუმცა არის ერთი ქართველი ბიჭი, მეგობრობასაც გამოგიგზავნის იტალიაში ცხოვრობს და მას მიეცი ეს ბილეთიო. თან გადაგიღებს ვიდეოსო, დამიმეგობრდა და მომწერა, აუცილებლად ჩამოვალ თქვენს სპექტაკლზეო. მეგონა გადაავიწყდებოდა, რადგან ეს მიმოწერა იანვარ-თებერვალში იყო. მოვიდა ივნისი ამ ბიჭმა ისევ მომწერა, როდის არის ზუსტად თქვენი სპექტაკლი, რომ მოვიდეო. მე ვუთხარი, რომ აღარ იყო საჭირო მოსვლა, რადგან ბილეთი აგენტისთვის მქონდა მიცემული. არა როგორ გეკადრებათო, სიტყვა მივეცი ჩემს მეგობარსო. კარგი მაშინ გენერალურ რეპეტიციაზე დაგპატიჟებთ მეთქი. მართლაც ჩამოვიდა. მახსოვს, რომ გადმოვიდა მანქანიდან გავიფიქრე - რა ლამაზი ბიჭია ასეთი ქართველი კაცი, კარგა ხანია არ მინახავს-მეთქი. ისიც ვიფიქრე, რომ შესაძლოა გათამამებული ყოფილიყო გარეგნობით. ვაკვირდებოდი, არაფერი მსგავსი ძალიან მოკრძალებული და მორიდებული ადამიანი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად მისმა ყურადღებამ აღმაფრთოვანა. აი რესტორანში, რომ შევიდოდით მივარდებოდა ადმინისტრაციასთან და ეტყოდა კონდიციონერი ძალიან მაღალზეა, ოპერის მომღერალი ქალბატონი ზის მაგიდასთან და ჩაუწიეთო. ვიფიქრე, რაღაც სისხლში აქვს თუ უბრალოდ თავს მაწონებს-თქო. ძალიან გამოიჩინა დამხმარე ხასიათი. დედამისი, რომ გავიცანი ვიგრძენი მშობლის მიმართ ასეთივე მოპყრობა და ყურადღება. ძალიან უყვარს ადამიანები და მათ საოცრად ემსახურება. სპექტაკლის წინ, ერთხელ წამომცდა - მგონი გავცივდი-მეთქი და უჩინარი წამლები გააჩინა. ნელ-ნელა დავახლოვდით. ოთხი დღის მერე ისევ ჩამოვიდა, მოჭიდავეა. მოწიწებით მეპყრობოდა. ასაკით ჩემზე პატარაა და მაინც ვფრთხილობდი, ახლოს არ ვუშვებდი დისტანცია მქონდა.
კარგი ასაკიც მქონდა, გათხოვილი არ ვიყავი და ვიფიქრე - რატომაც არა. დედაჩემი ისეთი „ტიპი“ იყო პირადულზე ვერ ველაპარაკებოდი, შავ-თეთრი საუბარი იცოდა. ჩემს მეგობარ პიანისტს დავურეკე და აზრი ვკითხე და ავუწერე რაც ხდებოდა ჩვენს შორის. იქიდან მოდის ხმები - „თამარ რა მკაცრი გიჭირავს, სულ დადიხარ, მღერი სულ ჩემოდანი გიჭირავს...“. მეგობარმა მითხრა - თვითონ ვერ გაგძნობინებსო, რადგან შენ ოპერის მომღერალი ხარო, მორიდება აქვსო. თითქოს მიმახვედრა, რომ მე უნდა გადამედგა პირველად ნაბიჯი. რომ ჩამოვიდა და შემდეგ დაბრუნდა „რეცეფშენში“ დამიტოვა რაღაც. გადახვეული ქაღალდი და შიგნით ყვითელი ყვავილი. ვკითხულობ - „ქალბატონო თამარ თქვენთან გატარებული ორი დღე დაუვიწყარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ ოპერისაგან“. ძალიან რომანტიკულად ეწერა, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. ამის შემდეგ ვაპირებდი ოფიციალურად მიმეწერა, თუმცა ისევ ჩემმა მეგობარმა დამიწყო ჩხუბი, რომ ხელიდან არ გამეშვა, ვიფიქრე - „დავივიწყებ, რომ პრიმადონა ვარ და შენობით ფორმატში მივწერ“. ბოლოში ვწერ - „ასე არ გააგრძელო, თორემ შემიყვარდები-მეთქი“. მივწერე და უცებ მირეკავს შენობით ფორმაზე გადმოვიდა და მითხრა - „მგონი მეც შემიყვარდიო“. თითქოს ისიც გაიხსნა და მეც, რაღაცნაირად თავისუფლად ვიყავი ამის შემდეგ“,- იხსენებს თამარ ივერი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მართლა ძალიან მომენატრეთ“ - ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელს დაუბრუნდა
⭕„ამას რას ხედავს ჩემი თვალები“ - თამო ვაშალომიძე ვენეციაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს