Digest Logo

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთში გოლი ისევ გაიტანა

1713617182
ვაკო ყაზაიშვილი

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ „კანგჟუს“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:1.

სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ქართველის გუნდმა მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა, ყაზაიშვილი „შანდუნის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა.

გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრა „შანდუნმა“ ძალიან კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. ყაზაიშვილმა 66-ე წუთზე გაიტანა – საჯარიმოში მცველს გასცდა და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა.

შვიდი ტურის შემდეგ „შანდუნმა“ 11 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ყაზაიშვილმა კი შვიდ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

⭕„ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციაზე - ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა, ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ“ - რას ჰყვება თსუ-ის სტუდენტი

⭕„საბოლოოდ დატოვებთ ტოქსიკურ მომენტებს წარსულში... ურთიერთობა თქვენგან ითხოვს სიყვარულს...“- სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

წყარო: 1tv.ge