ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს ოჯახურ კადრებს. საზოგადოების მხრიდანაც ინტერესი წყვილის მიმართ არასდროს წყდება.
ირაკლის და ლიზას ერთი შვილი გიორგი ჰყავს. წყვილი მეორე შვილის მოლოდინშია, რომლის სქესიც უკვე ცნობილია. ცოლ-ქმარი გოგოს ელოდება.
ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ოჯახზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრა.
„ბოლო 10-12 წელია აქტიურად ვვარჯიშობ, კვირაში მინიმუმ 3-ჯერ.
პირველი მშობიარობის შემდეგ ლიზა ძალიან მალე ჩადგა ფორმაში, გენეტიკის დამსახურებაცაა, მაგრამ კვებასაც დიდ ყურადღებას აქცევდა, ასევე კვირაში 2-ჯერ ვარჯიშობდა, რამაც ხელი შეუწყო სწრაფ რეგენერაციას.
ლიზას დედისგან მთელი საქართველო იღებს სწორი კვების რეკომენდაციებს. ახლა რომ ადამიანი ქუჩაში გავაჩეროთ, ყველა გვეტყვის, მაგრამ მთავარი ამის დაცვაა.
ჩვენი პატარას აქვს თავისი კვება. იმდენი ენერგია აქვს. ყველა ბავშვისთვის მაგალითი მშობელია, ამიტომ მის ირგვლივ სპორტზე აქცენტი ხშირად კეთდება ჩვენი მხრიდან, ვფიქრობ, თავად გაუჩნდება სურვილი დაინტერესდეს სპორტით.
ჩართული ვარ ბავშვის აღზრდაში, რამდენად კარგი მამა ვარ ამას ჩემი მეუღლე უფრო იტყვის, მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. წლის და 5 თვისაა და ძალიან ვამაყობ, რომ ტელევიზორი და ტელეფონი ჯერ არ იცის ჩემმა შვილმა… მხოლოდ ფერადი წიგნები და ნახატები, თავად ითხოვს ზღაპრებს და წიგნებს“, - ამბობს ირაკლი მაქაცარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თავი აფრიკაში მგონია ქურციკებს რომ ვუყურებ“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა კახეთში
🎥 „ანდრიას ტრიუმფი“ - ევროვიზიის ოფიციალური ვებგვერდი ანდრია ფუტკარაძეზე