Digest Logo

ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ანჩისხატის ტაძრის ფასადს და კარს კვერცხები ესროლეს

1735290529
ანჩისხატის ტაძრის ფასადს და კარს კვერცხები ესროლეს

ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ანჩისხატის ტაძრის ფასადს და კარს კვერცხები ესროლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ფოტო-მასალასთან ერთად სოციალურ ქსელში მამა არჩილ ხაჩიძე ავრცელებს.

„მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას!

სამწუხაროდ დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მოგვიხდა. თბილისის უძველესი ტაძრისა და ნაგებობის, თავად წმინდა ვახტანგ გორგასლისა და დაჩი უჯარმელის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი (ძირითადი შესასვლელის მხარე) ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი.

ღმერთმა ღირსეულად მოანანიებინოთ ამის ჩამდენთ უფლის ტაძრისა და საკუთარი თავის ასეთი შეურაცხყოფა.
გულდასაწყვეტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს არის საეკლესიო სივრცეების და სიწმინდეების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა.

ანჩისხატის ტაძარი 1520 წელზე მეტია დგას საქართველოს დედაქალაქში როგორც ჩვენი ხალხისა და დედაეკლესიის გამძლეობის, ერთიანობისა და გამარჯვების მეტყველი სიმბოლო. უფლის მადლით ტაძარში ისევ გაგრძელდება ლოცვა საერთო მშვიდობისა და ღვთის წინაშე გამართლებისათვის.

ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო და დედაეკლესია!“, - წერს მამა არჩილ ხაჩიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით შემიძლია ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ბავშვებს, სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!“ - მანანა თოდაძე

⭕„ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა“ - პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი