Digest Logo

„ვარ კანონმორჩილი ადამიანი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, ყველა არაკაცს პასუხი მოეთხოვება ჩემზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

1731229790
მერაბ დვალიშვილი

UFC  მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც 306-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაამარცხა შონ ო'მალი და სუპერმსუბუქი დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონი გახდა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც მერაბი წერს, ის შეურაცხყოფას არავის აპატიებს. ყველა ადამიანს კი, ვინც მის შესახებ რაიმე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, პასუხს მოსთხოვს.

„ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია ვიცხოვრო როგორც ჩემს ოჯახს უცხოვრია წესიერად და ღირსეულად. ვცდილობ მივცე მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების და ღირსეული შრომის მაგალითი.

ვარ კანონმორჩილი ადამიანი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. ყველა არაკაცს პასუხი მოეთხოვება ჩემზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. მე ამაყი ვარ ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების წესით,“ – წერს მერაბ დვალიშვილი და ფოტოებს გვიზიარებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავიცვათ თავი სასუნთქი გზების სეზონური ინფექციებისგან? - ექიმის რჩევები

⭕როგორი ამინდი იქნება 10 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

📸 ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მილანში ისვენებენ - „რა კარგები ხართ“