Digest Logo

🎥 როგორ დავიცვათ თავი სასუნთქი გზების სეზონური ინფექციებისგან? - ექიმის რჩევები

1731171506
ნანუკა მგალობლიშბვილი

როგორ დავიცვათ თავი სასუნთქი გზების სეზონური ინფექციებისგან და რატომ ხდება, რომ ცივი სეზონი მეტწილად განაპირობებს რესპირატორული ინფექციების აფეთქებას? - აღნიშნულ თემაზე ალერგიისა და იმუნოლოგიის კლინიკის ექიმ-ალერგოლოგმა, ნანუკა მგალობლიშვილმა გადაცემაში „იმუნიტეტი“ ისაუბრა:

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია მინიმალური ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც პანდემიის დროს კარგად ვისწავლეთ. მეორე და უმთავრესი კი ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერება და გაყოჩაღება, რომელიც სხვა და სხვა ფაქტორებთან არის დაკავშირებული. მაგალითად ჯანსაღი გარემო, რომელშიც არა მხოლოდ საკვები, არამედ ჰაერიც მოიაზრება. ასევე მნიშვნელოვანია ვიყოთ ნაკლებ თამბაქოს კვამლში და  ვივარჯიშოთ. უნდა ვისწავლოთ სტრესის მართვა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება.

ცივი სეზონი გახლავთ რესპირატორული ინფექციის აფეთქების პერიოდი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც ხშირი რეციდივი ანუ ავადობა ახასიათებთ. მოწყვლადი ძირითადად სასუნთქი გზების ინფექციებით ბავშვები უფროა“, - აღნიშნა ნანუკა მგალობლიშვილმა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველი მოგონება არის შეხსენება იმისა, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ - ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„ბელგიური თავგადასავალი...“ - ნუცა ცისკარიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 ქრონიკული ცისტიტი და მისი მკურნალობა - ექიმ ალექსანდრე ხელაიას რჩევები