Digest Logo

ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა

1669182837
ვარდების რევოლუცია

19 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუცია მოხდა.

2003 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხალხი საკუთარი ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. ისინი აპროტესტებდნენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასაც. დემონსტრანტები, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შეიჭრნენ, დაიკავეს დარბაზი და ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს.

პრეზიდენტი გადადგა, რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.