მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა ზურა მანჯავიძემ გადაცემაში „პრაიმ შოუ“ გადატვირთულ გრაფიკზე, ფიზიკურ შრომაზე, ემოციურ გადაწვასა და სტრესზე გულახდილად ისაუბრა.
ხელოვანის თქმით, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდი მისთვის განსაკუთრებით სტრესული აღმოჩნდა, ხოლო დაგროვილი დაღლილობისგან ძალების აღსადგენად და ემოციური წონასწორობის დასაბრუნებლად მისთვის საუკეთესო თერაპია მარტოობა და დასვენებაა.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდი ყველაზე სტრესული იყო, ბევრ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა და ამავდროულად ჩემ საქმიანობაზეც უნდა მეფიქრა და მიმეხედა. წავსულვარ მანქანით, კორპორატიული საღამო ჩამიტარებია და იმ საღამოსვე დავბრუნებულვარ, რადგან დილას რეპეტიციაზე ვყოფილიყავი. ია ვარდებით არ არის მოფენილი ყველაფერი.
ჩემი ცხოვრების წესიც ისე არის აწყობილი, ცოტა დრო მრჩება საკუთარ თავთან დარჩენის. ვატყობ ხოლმე იმდენად გადავიწვები, არაფერი აღარ მინდა. სადმე სამოგზაუროდ რომ მივდივარ, ჩემი მეგობრები წასულან დასათვალიერებლად რაღაცების, მე საწოლში დავრჩენილვარ. ეს ერთგვარი თერაპიაა ძალების აღდგენის“, - აღნიშნა ზურა მანჯავიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ
⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“