Digest Logo

ვაჟა აზარაშვილს საზოგადოება ქაშვეთის ტაძრიდან დაემშვიდობება

1707556249
ვაჟა აზარაშვილი

გამორჩეულ ქართველ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და პედაგოგს ვაჟა აზარაშვილს დღეს საზოგადოება ქაშვეთის ტაძრიდან დაემშვიდობება.

დიდ მაესტროს ემშვიდობებიან კოლეგები, ოჯახის წევრები, ახლობლები, მოქალაქეები.

ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც.

1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988);

1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 გიორგი ცხადაძე მეუღლესთან ერთად ბათუმში იმყოფება - რა კადრებს ავრცელებს მომღერალი

🎥 როგორ გამოიყურება 85 წლის ასლან აბაშიძე, რომელიც შვილიშვილთან ერთად გამოჩნდა

„დღეს შაქარას დღეა“ - გიორგი შაქარაშვილი 23 წლის გახდებოდა