ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.