Digest Logo

„ვენდობი სამართლებრივ პროცესს და დაველოდები მის შედეგებს“ - მერსი სულხანიშვილმა გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა

1795639446
მერსი და ნაზღაიძე

გადაცემა „სარკასტიკაში“ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ჟურნალისტმა მერსი სულხანიშვილმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა.  პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული.

მერსი სულხანიშვილი თქმით მას წამყვანი სექსუალურად ავიწროებდა.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც საჯარო დაპირისპირების სურვილი. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა, ამ უფლებასაც აქვს საზღვრები და ის არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას, რეპუტაციასა და უფლებებს.

როდესაც მიმაჩნია, რომ ჩემი უფლებები ირღვევა, მაქვს უფლება, მივმართო კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სწორედ ეს გადაწყვეტილება მივიღე. მიმაჩნია, რომ მსგავს საკითხებში სამართლებრივი გზის არჩევა გაცილებით ცივილიზებული და სწორი ფორმაა, ვიდრე საჯარო კამათი და ურთიერთბრალდებები. არ ვაპირებ ამ საკითხის მედიასთან დაპირისპირების ფორმატში განხილვას. ვენდობი სამართლებრივ პროცესს და დაველოდები მის შედეგებს“, - თქვა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მერსი სულხანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვემხრობი, რომ ინიციატორი იყოს კაცი, მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის ერთი ადამიანი აკეთებდეს ყველაფერს“ - ნანი ქოქიაშვილი

🎥 „დღეს რომანტიკა აღარ არსებობს, „რამდენი ფული გაქვს“, „რა მანქანა გყავს“ - რას ამბობს ცნობილი „იუთუბერი“ ნიკოლოზ მჟავანაძე

⭕„ფინანსურ საკითხებსა და რესურსებს მშვიდად მიუდექი...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: primetime.ge

✕