ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მორიგ, სასიხარულო ამბავზე წერს:
„ჩემთან ძირითადად ისეთი ონკოლოგიური პაციენტები მოდიან, რომელთა ჯანმრთელობაც მკვეთრად დამძიმდა, არ ჰქონდათ შედეგი, დაავადება პროგრესირდა და ახლა ბოლო იმედად შენ გიყურებენ.
ხედავ, თუ როგორ სწყურიათ სიცოცხლე.
იტოვებ ყველა მის საბუთს, ყველა მის კვლევას, ღამით ამ ყველაფერზე მუშაობ, აანალიზებ და ძალიან გიხარია, რომ მეორე დღეს როცა შეხვდები, შეგიძლია ახალი გზა შესთავაზო.
გადის დრო და ბედნიერი ხარ, რომ ყველაფერი უიმედო მდგომარეობიდან წარმატებისკენ მობრუნდა…
ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა ასეთ დროს მათი სახის ყურება“,- წერს ღოღობერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: