პიარსპეციალისტი ნინჩო ჯიბლაძე მარიკუნა მიქატაძესთან ერთად გატარებულ ბავშვობის დღეებს იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„სულ პატარა იყო მარიკუნა საყვარელიძეებთან რომ ამოვიდა ზაფხულში – რანაირად უვლიდა მარიკა, როგორი სილამაზე იყო, ენით აღუწერელი.
ყველა საღამო მახსოვს – ბავშვები რიგში ვდგებოდით, გორკის ქუჩაზე სოფასთან მარიკუნას ბანაობას ვინ უყურებდა, მარიკუნას ვინ აიყვანდა ხელში… მარიკას სასეირნოდ რომ გამოჰყავდა, უკან დავყვებოდით ჯარივით ბავშვები.
კვირა არ გავიდოდა ცუგოს მარიკასთან არ წავეყვანეთ – ეს მოგონებები ისეთი მძაფრია, არასოდეს დამავიწყდება მარიკას და ჯუნას სახლი, მარიკას სიკეთე, ჯადოსნური ლაპარაკი, ჯუნას ცრემლიანი თვალები და მარიკუნას სილამაზე.
მარიკუნა მიყვარხარ, ჩემო ლამაზო გოგო“, – წერს ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მსახიობ გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე, 39 წლის ასაკში საბერძნეთში გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„...გვინდა ქუჩაში მცხოვრები ცუგოები გავახაროთ...იდეის განხორციელებისთვის გვჭირდება დახმარება, ვეძებთ ადამიანებს, კომპანიებს, სპონსორებს“ - მებო ნუცუბიძე
🔵„კარგად ვეღარ ვხედავ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ისევ ისე ვმღერი“ - თათია კობალაძე