
მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა 15 წლის არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სხეულსა და სახის არეში.
დაცვის მხარის განცხადებით, ვიბლიანმა დანაშაული აღიარა, ინანიებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ცოტა ხნის წინ, დაზარალებული ბავშვის ოჯახის ახლობელმა ოჯახის განცხადება ambebi.ge-ს მიაწოდა:
„ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად, დამნაშავე ცხოვრობს ძალიან ახლოს და ნებისმიერ დროს შეუძლია დაესხას თავს ბავშვს. ასევე საფრთხეშია მთელი საზოგადოება – არავინ იცის, ვის გააკეთებს და უმოწყალოდ სცემს ეს ქალბატონი.
გაოცება იწვევს ის ფაქტიც, რომ მისი არ დაკავების შემთხვევაში შესაძლოა გახდეს მისი მცირეწლოვანი ბავშვის მეურვეობა, რაზეც მან ასევე, როგორც მოზარდზე ფსიქოლოგიურად იძალადა იმ შემთხვევის და ატირებელ ბავშვს ეს ყველაფერი აყურებინა. ქალს, რომელსაც პირველ შვილზე პასუხისმგებლობა აქვს ჩამორთმეული, თქვენი აზრით, მეორეს ნორმალურ პირობებში ზრდის?
ახლა აცხადებს: „არ ვიცოდი, არასრულწლოვანი იყოო“. არაა, მაშინ ხომ ჰქონდა გაცნობიერებული, მოზარდთან რომ ჰქონდა საქმე, როცა მიმართავდა: „შე, წვინტლიანო, ნაბიჭვარო, მე შენ გასწავლი ჭკუასო“. და თავს ვინ ვის დაესხა, ესეც მშვენივრად ჩანს კადრებში. მოწმეებიც ადასტურებენ ადგილზე“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ შორენა ბეგაშვილი გამომწერებს ულამაზესი კადრებით ანებივრებს - „არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ“
🎥 „არ შეიძლება კატეგორიულად...“ - მითები და რეალობა აკნეზე, ზაზა თელიას რჩევები
წყარო: www.ambebi.ge