Digest Logo

🎥 „არ შეიძლება კატეგორიულად...“ - მითები და რეალობა აკნეზე, ზაზა თელიას რჩევები

1758092470
ზაზა თელია

მითები და რეალობა აკნეზე - დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

დერმატოლოგის თქმით, აკნე იმდენად გავრცელებულია, რომ სოციალურ ქსელებში მის შესახებ ხშირად არაპროფესიონალური ინფორმაცია ვრცელდება.

მისი თქმით, გავრცელებული მითისგან განსხვავებით, აკნე მხოლოდ გარდატეხის ასაკის პრობლემა არ არის და შესაძლოა 9 წლიდან ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

„რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო სწრაფად მივიღებთ შედეგს. პრობლემას სერიოზულს ნაწიბურების წარმოქმნა ხდის, რაც შემდგომში რთულად ქრება და პაციენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება“, – ამბობს თელია.

ექიმის განმარტებით, აკნეს განვითარება კვებასაც უკავშირდება, თუმცა გავრცელებული მითი, რომ მისი გამომწვევია თხილეული, შოკოლადი ან რძის ნაწარმი, ყოველთვის არ დასტურდება.

თელიას რეკომენდაციით, აუცილებელია სახის მოვლის საშუალებების სიფრთხილით შერჩევა და აკნეს ელემენტების მექანიკურად ამოღებისგან თავის შეკავება.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“ - პროკურატურა 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე

🎥 სესილია თაყაიშვილის ანდერძი, მეგობრისთვის დაწერილი წერილი და უცნობი ისტორიები - ასმათ ტყაბლაძე კოლეგაზე

⭕ „ადამიანის პირით ღმერთის ლაპარაკია დედამიწაზე...“ - გია მურღულია