„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის - „პიკასოს“ ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. წლების წინ საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, რომ ის ქალმა დაჭრა, რის გამოც სკანდალში გაეხვია.
6 წლის წინ ირაკლიმ მესამედ იქორწინა. მისი მეუღლე, ია დუდაშვილი გახლავთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ყველაზე პატარა სიდონიაა.
ია დუდაშვილი ამჯერად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლეზე ისაუბრა:
„ძალიან პატარა ვიყავი როცა ჯგუფს პირველად მოვუსმინე. რომ გითხრათ მახსოვს - მოგატყუებთ. ვარ 1990 წელს დაბადებული. მახსოვს ბუნდოვნად რომ რადიოში ვუსმენდით „სახეს“ და „ქუჩის ბიჭებს. ყველაზე მეტად მომწონდა ირაკლი. პატარა ვიყავი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შევქმნიდით ოჯახს და გვეყოლებოდა სამი შვილი.
ირაკლი გავიცანი 2015 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში ვიყავით უნივერსიტეტიდან სტუდენტები. „ქუჩის ბიჭები“ იყვნენ ჩვენთან ერთად.
ირაკლი არის ყველაზე კომფორტული ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. ყველანაირად ცდილობს ზედმეტი არაფერი გითხრას, დისკომფორტი არაფრით შეგიქმნას და იყო ისე - როგორც გსიამოვნებს“, - ჰყვება ია დუდაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ქმნის დისტანცირების შთაბეჭდილებას“ - ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
⭕ „ლამაზი და მიმზიდველი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე ბათუმიდან