Digest Logo

🎥 „ვერასდროს ვერ მივა იმასთან ვერც ფილმი და ვერც მონაყოლი, ისეთი ამბები ხდებოდა“ - რას ამბობს თემურ გვალია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეში ყოფნის პერიოდზე?

1744747588
ტემურ გვალია

მსახიობი თემურ გვალია გადაცემაში სიცრუის დეტექტორი იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და ცხოვრებაზე ისაუბრა:

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: თვლით რომ წინა ხელისუფლებამ თქვენი პოლიტიკური შეხედულების გამო დაპატიმრებით დაგსაჯათ? - ასე უპასუხა:

„დიახ. ჩემი დამოკიდებულება იცოდა იმ მთავრობამ. ყველგან ვლაპარაკობდი, რასაც ვფიქრობდი იმას ვსაუბრობდი, ეტყობა ეს მომენტი არ მოსწონდათ. მე როგორც მომხმარებელს მიჭერენ 15 მანქანით, ჰამერებით, ჯიპებით შუქებით, გადაკეტილი ქუჩა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ერთობოდა მაგ საქმით.

ხალხი დახოცეს ციხეში. ძალიან დათრგუნული გამოვედი. ისეთი განცდა მქონდა, ამის მეტი რა უნდა გავიარო მეთქი. ახლაც წამლებს ვსვამ. სხვისი ჩაგვრა უფრო მთრგუნავდა. ვერასდროს ვერ მივა იმასთან ვერც ფილმი და ვერც მონაყოლი ისეთი ამბები ხდებოდა. რა სჭირდათ ასეთი არ ვიცი. ერთმანეთს უმტკიცებდნენ რაღაცას თუ სისტემაში რომ დამკვიდრებულიყვნენ არ ვიცი. ის ახალგაზრდები მეცოდებიან, რომლებიც დღეს აღარ არიან. შვილები დაუხოცეს ხალხს“, - ჰყვება თემურ გვალია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაღერღილი ენდრო და ხახვის ფურცელია მოთავსებული...“ - ნუცა ცისკარიშვილი საზოგადოებას სააღდგომო კვერცხების შეღებვის წესს უზიარებს

🎥 „გიორგი ჩაკვეტაძე ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბირმინგემში ჩამოვიდა...“ - რა კადრებს აქვეყნებს Geo Team-ი?

⭕ „რა ლამაზი შვილები გყავს...“ - თაკო ჩხეიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს