Digest Logo

„ვფიქრობ, შეზღუდვები იქნება...“ - საქართველოში შეზღუდვები კვლავ დაწესდება? რას ამბობს მარინა ენდელაძე?

1657352130
მარინა ენდელაძე

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა. ვირუსი არსად წასულა, ჩვენს გვერდითაა“ - მართლაც ასეა და დღეს მიუხედავად პირბადეების მოხსნის რეგულაციისა მაინც შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებიც თავდაცვის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვლავ ატარებენ პირბადეს.

ინფიცირების ზრდის ტემპის გამო გამოცემა „პრაიმტაიმმა“ ინტერვიუ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ - მარინა ენდელაძესთან ჩაწერა.

როგორც გამოცემა იუწყება, ქვეყანა ახალი, თუმცა ჯერჯერობით, მინიმალური შეზღუდვების შემოღებისთვის ემზადება, რაც პირბადის გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან საყურადღებოა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ვირუსი მარტივად ვრცელდება, ამიტომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დადასტურებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია“, - განაცხადა ენდელაძემ.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს მარინა ენდელაძესთან:

- აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. როდის მიაღწევს ვირუსი გავრცელების პიკს?

- კორონავირუსის გავრცელების პიკი შემოდგომაზე იქნება, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანებში მარტივად ვრცელდება. ამასთან, ამ დროს ადამიანებს ვირუსი კარგა ხნის გადატანილი ექნებათ და მისი მიმღებლობაც მაღალი იქნება.

- ხომ არ მოითხოვს ვირუსის გახშირებული შემთხვევები მინიმალური რეგულაციების შემოღების აუცილებლობას?

- ვფიქრობ, შეზღუდვები იქნება, რაც  პირველ ყოვლისა, პირბადის გამოყენებას შეეხება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ტაქსის მძღოლი ხმას არ იღებდა, უკან მხოლოდ მაშინ მოტრიალდა, როცა...“ - აქამდე უცნობი ისტორია ლიკა ქავჟარაძეზე

რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია

სექსუალური შევიწროება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს

წყარო: primetime.ge