
აგვისტოს ომში გარდაცვლილი ოჯახის შვილი - დიტო რაზმაძე გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმის“ სტუმარი იყო, სადაც მან ემოციური კომენტარი გააკეთა და ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როდესაც კასეტურმა ბომბმა დედა და მამა შეიწირა.
„შვიდი წლის ვიყავი. ყველაფერი კარგად მახსოვს. სახლში ვიყავით. კასეტური ბომბი შემოვარდა და გაიფანტა. მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა. იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ მეზობლებს, საკუთარი ოჯახები დროებით მიატოვეს და კარების გაღებას ცდილობდნენ. მაგრამ, ვერ გააღეს. შემდეგ, გაზის მილიდან ჩამომიყვანა მამაჩემმა. დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა.დედა შვიდი თვის ორსული იყო“, - განაცხადა დიტო რაზმაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇