24 ოქტომბერს ქართველ ემიგრანტთა საზოგადოება ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბა და აქცია გამართა. მათი მთავარი მესიჯები იყო - გასამართლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა; დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა. ამის შესახებ ინფორმაცია „დაიჯესტს“ მსახიობმა იუნა შაფათავამ მიაწოდა.
ვიდეო მიმართვაში ემიგრანტებმა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს იმ წამების და მკვლელობების ფაქტებზე ისაუბრეს, რომელიც არ იქნა გამოძიებული და შესაბამისი პირებიც არ დასჯილან; მათ გამოხატეს პროტესტი კოჰაბიტაციის წინააღმდეგ მთავარი მოთხოვნით - დაისაჯოს ყველა დამნაშავე, პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად.
„ჩვენ აქ ვართ იმ ხალხის სახელით, რომელთაც ხმა არ გააჩნიათ, რადგან ისინი არიან სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი და არიან გარდაცვლილები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ვიღაც უნდა იყოს მათი ხმა! მე გირგვლიანის დედის სახელით ვარ“- განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.
„მე ვარ სულხან მოლაშვილის”, „ბუტა რობაქიძის“…. საერთო მოსაზრებით, „გამოაცხადონ ნაციონალური მოძრაობა, როგორც კრიმინალური მოძრაობა; ის უნდა აკრძალულიყო; ამიტომ ძალიან გთხოვთ, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა“.
შეკრება, საქართველოს დროშების ფონზე, ერთ საათს გაგრძელდა. მიტინგის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით „დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა“ „არა ნაცმოძრაობას“ „მოვითხოვთ დაისაჯოს მიხეილ სააკაშვილი“. მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ქალბატონები, მამაკაცები და ბავშვები, მშვიდობიანად დასრულდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵სააკაშვილს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს - იუნა შაფათავა
🔵ქართველი სკანდალური ქალები, რომლებმაც თავი უცხოეთს შეაფარეს
🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები