Digest Logo

„ვიღაც ნასვამი ჩახტა გვირაბში და პატრული შეჰყვა, მეორე მეტროსადგურში ამოიყვანა, გადაარჩინა...“ - თბილისის მეტროს მუშაობა 15 წუთი გაჩერებული იყო

1732178065
თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო და ვაგონების მოძრაობა შეჩერებული.

გავრცელებული ცნობით, მარჯანიშვილის მეტროში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ლიანდაგზე ჩავიდა და გვირაბში შევიდა.

შემთხვევის შემსწრე მგზავრების ცნობით, აღნიშნულ პირს ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომელი დაედევნა, და იგი უვნებლად ამოიყვანა.

ამჯერად მეტროს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„ვიღაც არა ადეკვატურის გამო რატომ უნდა პარალიზდეს მეტრო?“,

„ვიღაც ნასვამი ჩახტა გვირაბში და პატრული შეჰყვა და მეორე მეტროსადგურში ამოიყვანა გადაარჩინა საწყალი“,

„ვისაც სეირნობა მოუნდება, ყველა გვირაბში სეირნობს“,

„რომ არ გააჩერონ და ვიღაცა გვირაბში დადისო, გადაუაროს მატარებელმა იმას იტყვით რატომ არ გააჩერესო, ჯერ გაიგეთ მიზეზი და მერე დაიწყეთ კრიტიკა და პრეტენზიების გამოხატვა ხომ შეიძლება?? ფოკუსირებულია საზოგადოება, რომ ყველაფერში პრობლემა ეძებოს და გადაუაროს ყველს და ყველაფერს“,

„აი ვინც ჩახტა იმის მიმართ მკაცრად არის ზომები მისაღები რომ სხვამაც არ გაბედოს, გართობის ახალი მეთოდი გამოიგონეს და არაერთი ვიდეო ვრცელდება მსგავსი“, - წერენ კომენტარებში სოცქსელის მომხმარებლები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელოდება სიურპრიზი და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ მეტი დაკვირვება? - 21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ „ვერ გამირკვევია რომელი უფრო მომწონს…თქვენ?“ – ლინდა კიკოლაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები

⭕26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებოა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ?