
გადაცემის „დღის პოსტი“ მომღერალი ლოლა წერეთელი იყო, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, მაყურებელმა ეკრანზე კვლავ იხილა. მან ახალი კლიპის შესახებ ისაუბრა და მსმენელს ისიც გაუმხილა, რომ 15 ნოემბრის შემდეგ სულ სხვანაირს იხილავენ.
მომღერალი 6 ოქტომბერს სახის პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს:
„არასდროს ვაჩვენებ სხვას ჩემს სევდიან განწყობას. მუსიკა ძალიან მამშვიდებს. ისე მიყვარს ჩემი მუსიკა, როგორც ქალს შეიძლება კაცი უყვარდეს.
კლიპი ჩავწერეთ, ძალიან კარგი გამოვიდა.
ჩემს ტანსაცმელზე არავინ ზრუნავს, მყავს მეგობარი მაკა დავითური, აქვს მაღაზია და როცა იქ მივდივარ ჩავძვრები ხოლმე იმ ტანსაცმელში და უკვე მზად ვარ. ფერებს თავად ვუხამებ, არ არის ეს პრობლემა.
15 ნოემბრის მერე უკვე სხვა ლოლიკო იქნება.
6 ოქტომბერს ვიკეთებ პლასტიკურ ოპერაციას, მთლიან სახეზე. მინდა კიდევ ერთი 10 წელი, სანამ სცენაზე ვიდგები კარგად გამოვიყურებოდე“, - ამბობს ლოლა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ღლონტი შვილებთან ერთად თურქეთში მოგზაურობს - „ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი“
⭕თეონა თავართქილაძის უთბილესი ფოტოები შვილიშვილთან ერთად - „უსაყვარლესები, ლამაზები“
🎥 „ახალი ინფორმაციით ვართ თქვენთან...“ - რა კადრებს ავრცელებს თამუნა მდივანი