
დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.
გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.
სამწუხარო ამბიდან 40 დღეზე მეტი გავიდა.
ახლახან თამუნა მდივანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მასთან ერთად შვილი მარიამიც საუბრობს:
„მადლობა თანადგომისთვის, რაც თქვენ ამ დღეებში ჩემი ტკივილის მიმართ გამოხატეთ, ამ ხნის მანძილზე ჩემთან ერთად განიცდიდით ჩემს მდგომარეობას.
ახალი ინფორმაციით ვართ თქვენთან“, - ამბობს თამუნა მდივანი.
„მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ რთულ მომენტებში ჩვენს გვერდში იდექით და იზიარებდით მწუხარებას.
ძალიან მინდოდა ჩემი ძმა მარადიულად ყოფილიყო ოჯახის გვერდში, მომივიდა იდეა, რომ გიორგისთვის მთვარის კალენდარი შემექმნა, რასაც ვუძღვნი მას.
როგორც იგი სიცოცხლეში არ იშურებდა, რომ ადამიანებს დახმარებოდა, ღიმილი კაცი ყოფილიყო, ზუსტად ეგრე მინდა განაგრძოს მისმა სულმა მოღვაწეობა“, - ამბობს მარიამ მდივანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სამი თაობის ნახვა ძალიან სასიამოვნოა“ - კადრები ზუკა ხუციშვილის ოჯახური ფოტოსესიიდან